ბელარუსში აშშ-ის საელჩო განცხადებას ავრცელებს და მოქალაქეებს მოუწოდებს, ბელარუსში მოგზაურობისგან თავი შეიკავონ.
როგორც საელჩოს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, 18 აგვისტოს ლიეტუვის მთავრობამ ბელარუსთან ორი სასაზღვრო პუნქტი დახურა, 4 პუნქტი კი ამჟამად ღიაა. გარდა ამისა, საელჩო წერს, რომ პოლონეთის, ლიეტუვისა და ლატვიის მთავრობის განცხადებით, სამომავლოდ ბელარუსთან საზღვრების ჩაკეტვა შესაძლებელია.
- არ იმოგზაუროთ ბელარუსში მისი ხელისუფლების მიერ უკრაინაში რუსეთის არაპროვოცირებული თავდასხმის ხელშეწყობის, ბელარუსში რუსული სამხედრო ძალების გაძლიერების, ადგილობრივი კანონების თვითნებურად აღსრულების, სამოქალაქო არეულობის პოტენციალის, დაკავებების რისკისა და საელჩოს მხრიდან ბელარუსში მცხოვრები ან მოგზაურობის მსურველი აშშ-ის მოქალაქეებს დახმარების შეზღუდული შესაძლებლობის გამო.
- ბელარუსში მყოფმა აშშ -ის მოქალაქეებმა ქვეყანა დაუყოვნებლივ უნდა დატოვონ. განიხილეთ გამგზავრება ლიეტუვასა და ლატვიასთან დარჩენილი სასაზღვრო გასასვლელებით ან თვითმფრინავით. აშშ-ის მოქალაქეებს ბელარუსიდან პოლონეთში სახმელეთო გზით შესვლის უფლება არ აქვთ. არ იმოგზაუროთ რუსეთში ან უკრაინაში.
ამასთან, აშშ-ის საელჩო იმ ადამიანებისთვის, ვინც ბელარუსში გამგზავრებას გადაწყვეტს,რეკომენდაციებს აქვეყნებს:
- შეიმუშავეთ საგანგებო გეგმა, რომელიც არ იქნება დამოკიდებული აშშ-ის მთავრობის დახმარებაზე. გადახედეთ მოგზაურთა საკონტროლო სიას.
- ეწვიეთ ჩვენს ვებ გვერდს მაღალი რისკის ზონებში მოგზაურობისთვის.
- თან იქონიეთ პასპორტი და სავიზო დოკუმენტაცია გადახედეთ თქვენს პირად უსაფრთხოების მდგომარეობას და დაგეგმეთ გაუთვალისწინებელი შემთხვევები, რომლებიც არ იქნება დამოკიდებული აშშ-ის მთავრობის დახმარებაზე
- თვალყური ადევნეთ ადგილობრივ და საერთაშორისო მედიას, გაეცანით ახალ ამბებს და მოემზადეთ ახალი ინფორმაციის საფუძველზე გეგმების ცვლილებებისთვის. დ
- არეგისტრირდით Smart Traveler Enrollment Program-ში (STEP), რათა მიიღოთ გაფრთხილებები და გააადვილოთ თქვენი მდებარეობის ნახვა საგანგებო სიტუაციებში
- გამოიწერეთ სახელმწიფო დეპარტამენტის Facebook-ისა და Twitter-ის ანგარიშები
- გადახედეთ ბელარუსის ქვეყნის უსაფრთხოების ანგარიშს.